ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეციალური შეზღუდვები მოიხსნა. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
"ლენტეხის მუნიციპალიტეტში 10 აპრილიდან და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში 13 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული რეჟიმი. დაახლოებით 4500-მდე ადამიანს რამდენჯერმე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი და შესაძლო კონტაქტების კვლევა და მიღებული ინფორმაციის შედეგად და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით ამ რეგიონებში სპეციალური რეჟიმი მოიხსნება და 28 აპრილიდან იქ იმოქმედებს ის შეზღუდვები რა შეზღუდვებიც მოქმედებს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.