თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი - ჩაკეტილი ქალაქები ღიაა მხოლოდ დღეს

28 აპრილი 2020, 11:34 1810 ნახვა

თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი - ჩაკეტილი ქალაქები ღიაა მხოლოდ დღეს და მხოლოდ მათთვის, ვისაც ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნება სურს.

ამ ქალაქებში შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვა ორდღიანი შეღავათის  შემდეგ, დღეს, საღამოს 9 საათიდან, კომენდანტის საათის ამოქმედებისთანავე, ისევ ძალაში შევა.შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი გუშინ ამოქმედდა, შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით, უკვე სრულად დაშვებულია მანქანების გადაადგილება და ტაქსების ოპერირება.

თუმცა მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ დილის 6 საათიდან საღამოს 9-მდე, კომენდანტის საათის ამოქმედებამდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი