საქართველოს მთავრობა ეკონომიკურ საქმიანობებზე დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას გეგმავს 

24 აპრილი 2020, 20:02 1885 ნახვა

პანდემიის გამო, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ორშაბათიდან მოიხსნება. რამდენიმე ეტაპიანი გეგმის მიხედვით, ხელისუფლება მომდევნო ეტაპებზე იმის მიხედვით გადავა თუ, არსებული სიტუაცია საკოორდინაციო საბჭოს ამის საშუალებას მისცემს.

27 აპრილიდან, ანუ თავდაპირველად სწორედ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი. მუშაობას შეძლებენ ტაქსებიც, ოღონდ უსაფრთხოების წესების დაცვით. ფუნქციონირებას დაიწყებს, ღია ტიპის აგრარული ბაზრები, მოიხსნება ონლაინ ვაჭრობაზე დაწესებული აკრძალვაც. ყველაზე ბოლოს შეზღუდვა, გასართობ, სპორტულ გამაჯანსაღებელ ზონებს, აზარტულ ბიზნესს, სასტუმროებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი