მუსიკოსი და პროდიუსერი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატობისთვის მარათონში ერთვება. სლოგანი უცვლელი აქვს "კახაბერი - კახამერი - ერთობა ერთობა“.
იმისათვის, რომ კახაბერ ცისკარიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე ოფიციალურად დარეგისტრირდეს მას 1555 ხელმოწერა სჭირდება.
მუსიკოსსა და პროდიუსერს ხელმოწერების შეგროვება დაწყებული აქვს, იგი ადგილობრივებს ქალაქის ქუჩებში ხვდება.
23, 24, და 25 აგვისტოს კი მსურველებს ელოდება ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან ხელმოწერებისთვის.