ვიდეოკონფერენცია ინვესტორთა საბჭოს წევრებთან

23 აპრილი 2020, 14:33 1461 ნახვა

ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობას ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებიან, - ამის შესახებ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობასთან ერთად იმ ნაბიჯების შემუშავების პროცესში ჩაერთვებიან, რომლებიც საქართველოში ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის უნდა გადაიდგას.

ვიდეოკონფერენციისას გლობალური პანდემიით გამოწვეული ზოგადო ეკონომიკური ტენდენციები და საქართველოში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი