გონიოში იგნატოვების სახლის გაქურდვის საქმე პოლიციამ გახსნა

23 აპრილი 2020, 10:36 2682 ნახვა

გონიოში იგნატოვების სახლის გაქურდვის საქმე პოლიციამ გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია ერთი პირი, ნივთმტკიცების სახით კი ამოღებულია ტელევიზორი.

მხატვარ კოკა იგნატოვის სახლი 3 დღის წინ გაქურდეს. მხატვრის ოჯახის წევრები ამ სახლში  არ ცხოვრობენ და ბათუმში პერიოდულად ჩამოდიან. გაქურდვის შესახებ პოლიციასა და ოჯახს მეზობელმა შეატყობინა. გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობდა.
 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი