კორონავირუსის სამართავად რეგიონში საწოლებიც და მედპერსონალიც საკმარისია - ზაალ მიქელაძე

22 აპრილი 2020, 15:30 3063 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით რეგიონში კორონავირუსის სამართავად საწოლებისა და მედპერსონალიც რაოდენობაც საკმარისია და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის.

ზაალ მიქელაძის განმარტებით, მათ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მზადება იანვრიდან დაიწყეს.

"ჩვენ ჯერ კიდევ ამ თემაზე ზრუნვა დავიწყეთ იანვარ-თებერვალში ყველა მოსალოდნელი ვარიანტის გათვლით, ეს იქნებოდა ჩვეულებრივი დუნე პიკი, თუ ეს იქნებოდა მაქსიმალური ვარიაციებით. ჩვენ პირველ ეტაპზე დავიწყეთ ცხელების ცენტრით და ერთი კლინიკით, შემდეგ გადავინაცვლეთ სხვა კლინიკებში. ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს სამი ცხელების ცენტრი და ორი კოვიდ ცენტრი, რაც ამ ეტაპისთვის აბსოლუტურად საკმარისია როგორც ცხელებით მიმდინარე პროცესების სამართავად, ასევე დადასტურებული შემთხვევების სამართავად

აქ საუბარია არა მხოლოდ საწოლების რაოდენობაზე, საწოლები უფრო მეტიც გვაქვს, მაგრამ ყველა მათგანს არ ვრთავთ ამ პროცესში, საუბარია სწორედ ისეთი საწოლების რაოდენობაზე, რომელიც არის უზრუნველყოფილი მედპერსონალის საჭირო რაოდენობით"-განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი