კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის კაცია, რომელსაც ინფარქტი ჰქონდა გადატანილი - საუნივერსიტეტო კლინიკა

22 აპრილი 2020, 12:09 2669 ნახვა

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია , რომელსაც ინფარქტი ჰქონდა გადატანილი.

გარდაცვლილი მამაკაცი ე.წ ბოლნისის კლასტერიდან იყო. საუნივერსიტეტო კლინიკაში ამბობენ, რომ იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

"პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფტიური შოკი და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. ასეთი სახის გართულება ახასიათებს ძირითადად კორონავირუსს. ძალიან ბერვი შრომა გასწიეს ჩვენმა რეანიმატოლოგებმა, თუმცა შედეგი ვერ დადგა კარგი. ჩვენს კლინიკაში პაციენტი იყო 2 კვირის განმავლობაში“,- განაცხადა კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი