კორონავირუსის ფონზე საქართველოში, წინასწარი მონაცემებით იმპორტი და ექსპორტი შემცირდა. ექსპორტის ცვლილება გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 6 %-ია ჩამოთვლილია ის ძირითადი ტვირთები, რომლებიც ქვეყნიდან გასაყიდად გასატანი პროდუქციის დიდი ნაწილია.
მათ შორისაა, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები. ეკონომისტები ამბობენ, რომ ციფრებში მოცემული ცვლილებები ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობებზე მტკივნეულად აისახება.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-მარტში საქართველოდან ყველაზე მეტი პროდუქტი აზერბაიჯანში გავიდა, ყველაზე მეტი კი თურქეთიდან შემოვიდა.