კორონავირუსის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში მიმდინარე წლის 21 მარტს ერთი თვის ვადით, 21 აპრილამდე გამოცხადდა. თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.