კომპანიას, რომელსაც ბათუმში ახალი საცურაო აუზი და ყინულის არენა უნდა აეშენებინა ხელშეკრულება შეუწყვიტეს

21 აპრილი 2020, 16:01 2616 ნახვა

ბათუმში ახალი საცურაო აუზის და ყინულის არენის მშენებლობის ხელშეკრულება შპს სტადიონმა ცალმხრივად გაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია შპს სტადიონი ავრცელებს. მათივე განმარტებით,"შპს „სტადიონმა“ ახალი საცურაო აუზისა და ყინულის არენის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და ავანსი სრულად დაიბრუნა.

"2018 წლის 27 თებერვალს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს „სტადიონსა“ და „Westincor Limited“-ს შორის გაფორმებული იქნა N14 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ქალაქ ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა N27-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ახალი საცურაო აუზისა და ყინულის დარბაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და მშენებლობის შესახებ. მიუხედავად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებისა, Westincor Limited“-მა არც ხელშეკრულებით დადგენილ და არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. გამომდინარე აქედან, შექმნილ სიტუაციას შეუძლებელია ჰქონოდა დაუსრულებლად განგრძობადი ხასიათი და 2020 წლის 01 აპრილიდან შპს „სტადიონმა“,,ვესტინკორ ლიმიტედთან“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად შპს „სტადიონი“-ს მიერ გამოთხოვილი იქნა საავანსო გადახდის ფარგლებში საბანკო გარანტია და დაბრუნებული იქნა ავანსად გაცემული 3 998 000,48 აშშ დოლარი"- წერია შპს "სტადიონის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შპს "სტადიონში" ამბბობენ, რომ გამოცხადდება ტენდერი ახალი საცურაო აუზისა და ყინულის დარბაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და მშენებლობისთვის, იმისთვის, რომ  დროულად და სრულფასოვნად აშენდეს აღნიშნული ობიექტები.

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, N27-ში, ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში გადაწყდა. სამუშაოების ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარით განისაზღვრა. სამუშაოები კომპანიას 2019 წლის აპრილში უნდა დაესრულებინა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი