საკარანტინო ზონა კიდევ 76-მა ადამიანმა დატოვა

20 აპრილი 2020, 11:57 1184 ნახვა

საკარანტინო ზონა კიდევ 76-მა ადამიანმა დატოვა. მათ საკარანტინო სივრცეში 14  დღე გაატარეს. საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს.

ამჟამად აღნიშნულ სივრცეებში განთავსებულია 5047 მოქალაქე, ხოლო კარანტინის ვადა 7 478 ადამიანს დაუსრულდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი