„ერთი მსოფლიო – ერთად ჩვენს სახლებში“ – ასე ერქვა ონლაინ, 8-საათიან კონცერტს, რომელმაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის შემოწირულობებით თითქმის 130 მილიონი დოლარი შეაგროვა. ეს თანხა კორონავირუსისთვის ბრძოლას მოხმარდება.CNN-ის ცნობით, კონცერტი საერთაშორისო საქველმოქმედო მოძრაობის გლობალ სითიზენის, ლედი გაგასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით შედგა.
ის ყველა სამედიცინო მუშაკს მიეძღვნა, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში მონაწილეობას იღებს. 8-საათიანი ონლაინ სტრიმის დროს, კონცერტში მონაწილეობა ათობით ცნობილმა პირმა მიიღო, მათ შორის, არიან ლედი გაგა, ბილი აილიში, სტივი ვანდერი, ელტონ ჯონი. კონცერტის ჩანაწერი სხვადასხვა პლატფორმებზე და სოციალურ ქსელში, ახლაც ხელმისაწვდომია.