მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი თავდაცვის ძალების ბრიგადების ტაძრებში მიაბრძანეს

19 აპრილი 2020, 15:05 1243 ნახვა

წმინდა ცეცხლი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა სამების საკათედრო ტაძრიდან თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში უკვე მიიტანეს. სამხედრო პოლიციელებმა და კაპელანებმა  ცეცხლი  მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტერიტორიაზე სამხედრო ბრიგადებში არსებულ ეკლესიებშიც მიაბრძანეს.  

საქართველოს მასშტაბით კი, ცეცხლი  რეგიონებში არსებული საკათედრო ტაძრებიდან წაიღეს. მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში აღდგომის სადღესასწაულო ღვთისმსახურება თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ აღავლინა. სააღდგომო წირვაზე კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია  დაცული იყო.მსახურებას მხოლოდ სამინისტროს ტერიტორიაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი