ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება დილის შვიდ საათზე დაიწყება

18 აპრილი 2020, 18:06 1472 ნახვა

სააღდგომო ლიტურგიას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის იურისდიქციაში მყოფ სამრევლო ტაძრებში, მათ  შორის ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება დილის შვიდ საათზე დაიწყება,  ამ შემთხვევაშიც მრევლს რეკომენდაციების დაცვა მოუწევს.

რაც შეეხება ეკლესია- მონასტრებს   ლიტურგია  ტრადიციულად  ღამის 12 საათზე დაიწყება თუმცა მრევლის გარეშე, მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით. სხალთის ეპარქიის წინამძღვარმა კი მრევლს ტაძრებში მისვლისკენ კომენდანტის საათის დაწყებამდე მოუწოდა. მეუფე სპირიდონისთვის   სააღდგომო ლიტურგიის  გამთენიისას ჩატარება  საეკლესიო კანონებს ეწინააღმდეგება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი