ტაძრებში გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა

17 აპრილი 2020, 20:03 1705 ნახვა

დიდხუთშაბათს ფეხბანვის წესი არ შესრულდა, დღეს წითელ პარასკევს კი მაცხოვრის დატირება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შეასრულა. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში მისულ მრევლს კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, სტიქაროსნებმა პირბადეები დაურიგეს. რიტუალის შესრულების დროს, პირბადეები სასულიერო პირების ნაწილსაც ეკეთა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი