კანონის წინაშე ყველანი თანაბარნი ვართ

14 აპრილი 2020, 17:41 1255 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით კანონი არ დაირღვევა და მიდგომა ყველას მიმართ იქნება თანაბარი,  მიუხედავად აღმსარებლობისა.

"სახელმწიფოს პოზიციაა რომ კანონი არ დაირღვევა და ვერ დაირღვევა. კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთნი. არა აქვს მნიშვნელობა ვინ, რას წარმოადგენს. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა იზრუნოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

ჩვენ ამ ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია და არც ეკონომიკა და გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას"-განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში