ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელება დაიწყო- პრემიერი

14 აპრილი 2020, 17:12 1750 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის მასშტაბური შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა. გიორგი გახარიას განმარტებით 500 ადამიანზე მიმდინარეობს კვლევა.

"დღეს ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ფაქტის კონსტანტირება, გვაქვს პირველი შემთხვევა, როცა გვყავს 24 საათში 30 ინფიცირებული. დღეის მდგომარეობით კვლევა მიმდინარეობს 500 ადამიანზე, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა გადავიდა სრულმასშტაბიან შიდა გავრცელების ეტაპზე. ზუსტად ვერავინ ვერ გვეუბნება კრიზისის გავრცელების პიკი როდის იქნება"- განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში 296 კოვიდინფიცირებულია, გამოჯანმრთელებულია 69, გარდაცვლილია 3.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში