ხვალიდან საქართველოს ოთხ ქალაქში შესვლა გამოსვლა აიკრძალება

14 აპრილი 2020, 17:19 3303 ნახვა

ხვალიდან, 15 აპრილიდან 4 დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა, ქალაქში შესვლა და გამოსვლა აიკრძალება.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

"10 დღით აღნიშნულ ქალაქებში მოძრაობა იკრძალება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა კიდევ უფრო შემცირდეს. ჩვენ უახლოეს დღეებში მივმართავთ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თაობაზე 10 მაისამდე. ეს აცaის აუცილებელი ნაბიჯებია, რომელიც სასწრაფოდ მისაღებია, იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების  ახალ ეტაპზე გადავიდეთ"-განაცხადა პრემიერმა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი