თბილისი საუნივერსიტეტო კლინიკაში 62 წლის კრიტიკული პაციენტი გამოჯანმრთელდა. ლევან რატიანის განმარტებით, შემოყვანისას მისი მდგომარეობა იყო ტერმინალური. მისივე თქმით ის დღეს ეწერება კლინიკიდან გამოჯანმრთელებული. საავადმყოფოს დღეს დატოვებს 65 წლის ქალიც.
რეანიმაციაში რჩება 5 პაციენტი. საავადმყოფოში სულ 85 პაციენტი მკურნალობს. ინფიცირებულია 67.
საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რამდენიმე წუთის წინ შეიცვალა და 69-მდე გაიზარდა.