დღის ბოლოსთვის ბათუმში 27 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან. ცხელების ცენტრში, იგივე ინფექციურ საავადმყოფოში, საეჭვო სიმპტომებით კარანტინიდან და თვითდინებით მოქალაქეები დღეს შევიდნენ. გასული დღე-ღამის განმავლობაში ბათუმში 42 პირს ჩაუტარდა ტესტი. მათგან ხუთის ანალიზის პასუხი იყო დადებითი, 37-ს ვირუსი არ დაუდასტურდა.
აჭარაში 14 ინფიცირებულია, საკარანტინო ზონაშია 1, 500 მეტი პირი, თვითიზოლაციაში კი 100-ზემეტი. პარალელურად კოვიდ 19 დადასტურების გამო, ერთი დღით შეწყვიტა პაციენტების მიღება ქობულეთის საავადმყოფომ. კაცი რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში, ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა. მისი კლასტერი ოჯახის წევრია, ეპიდემიოლოგები, რომლებიც კონტაქტებს დაადგენენ. ეპიდემიოლოგების მიერ მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.