გამკაცრდება თუ არა ქობულეთში საკარანტინო ზომები? - რეგიონში 27 ადამიანს კოვიდ 19-ზე ამოწმებენ

08 აპრილი 2020, 14:51 3626 ნახვა

იგეგმება თუ არა ქობულეთსა და ვანში საყოველთაო კარანტინის გამოცხადება - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ - არა. ვარაუდობს, რომ ამრეგიონებში კონტროლის გამკაცრებაზე საკოორდინაციო საბჭოზე დღეს ისევ მიუბრუნდებიან. 

„დღეის მდგომარეობით, საბჭომ იმსჯელა და ბოლნისის მოდელის განხილვა ამ რეგიონებში არ განიხილება, თუმცა აქ მიმდინარე მოვლენები არის მნიშვნელოვნად საყურადღებო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დეტალური და ინტენსიური გამოძიება, მოკვლევა ამ კონტაქტების. შეიძლება, დამატებით დღეს საღამოს კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომ გამკაცრებებზე“ , – განაცხადა ტიკარაძემ.

 მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპისთვის ვანში მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი და უკვე  5000 მოქალაქეა გამოკვლეული. „ვმსჯელობთ კიდევ დამატებით ღონისძიებებზე, რომელიც დღის მანძილზე განხორციელდება“ , – დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.

ქობულეთში, სოფელ გვარაში დღეს ორი ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. აქედან ერთ-ერთ მამაკაცი ქობულეთის კლინიკაში ფილტვების ანთებით იმყოფებოდა, თუმცა ის გამოწერეს და მისთვის კორონავირუსზე ტესტი არ გაუკეთებიათ.  კლინიკა დროებით დაიხურა. სოფელში ეპიდემიოლოგები მუშობენ, სწავლობენ კონტაქტებს და ეძებენ საეჭვო სიმპტომის მქონე პირებს. 

ამ დროისთვის აჭარაში 27 ადამიანს უტარდება გამოკვლევა კოვის 19-ზე. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი