ქუთაისში არჩეულმა მერმა პოსტი დატოვა

08 აპრილი 2020, 13:28 1056 ნახვა

გიორგი ჭიღვარიას თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას ქუთაისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს:

„2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი, გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან" - წერს ქუთაისის მერი.

იქვე აკონკრეტებს, რომ არ აპირებს ქალაქიდან წასვლას: " მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს – გვერდით დგომისთვის, მედიას – თანამშრომლობისთვის. მშვიდობასა და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!“, – წერს გიორგი ჭიღვარია „ფეისბუქში“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი