ფოთში ნატოს 4 ხომალდი შევიდა

08 აპრილი 2020, 12:44 1677 ნახვა

ფოთის პორტში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 4 ხომალდი შემოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდები "ოჩამჩირე"  და "დიოსკურია" და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანია ნატოსა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

შსს-ს ინფორმაციით, შენაერთის ვიზიტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება.

შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში. ერთობლივი წვრთნები კი მოიცავს მხოლოდ ხომალდების მანევრებს ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი