მოქალაქეების 80% ინფექციის მატარებელი და გამავრცელებელია - ლევან რატიანი  

08 აპრილი 2020, 12:03 1558 ნახვა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, მსოფლიო გამოცდილებით და ბოლო კვლევების თანახმად, მოქალაქეების 80% - ინფექციის მატარებელი და გამავრცელებელია, 17 % - სჭირდება სტაციონარული მკურნალობა, 3% კი რეანიმაციული დახმარება. 

​''ადამიანების მოდგმამ, რომლებიც ამ საუკუნეში ვცხოვრობთ და მოგვიწია ამ ვირუსით ინფიცირება შესაძლებელია 80% ასიმპტომურად გადავიტანოთ, რას ნიშნავს ეს? შეიძლება ინფექციის მიმღები და გამავრცელებლები ვიყოთ. ამიტომ არის მოწოდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროსგან დავიცვათ სოციალური დისტანცირება. მეც ვარღვევ კანონს და არ ვიცავ თქვენთან (ჟურნალისტებთან) დისტანცირება. ხვალიდან განსხვავებული წესით ჩაგეწერებით. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 13 მარტს დაიდო ახალი კვლევები, სადაც წერია რომ 80% შეიძლება დაავადდეს, მაგრამ ისინი მხოლოდ იყვნენ მატარებლები, ეს ყველაზე საშიშია, იმიტომ რომ აღნიშნული პირები, 100% ინფექციის გამავრცელებლები არიან. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, ამ დაავადების დროს ასევე კარგი გამოსავალი აქვს განწყობის თეორიას'' - აცხადებს ლევან რატიანი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი