"ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს" - ილია მეორე

07 აპრილი 2020, 22:22 2498 ნახვა

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ხარების დღესასწაულს საპატრიარქო რეზიდენციიდან მიულოცა. საქართველოს პატრიარქი დღეს სადღესასწაულო წირვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.

პატრიარქის მიმართვა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ გაავრცელა.

„დღეს არის დიდი დღესასწაული ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენა მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი, ეს სიმძიმე, გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს."

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

.

 

 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი