"მძიმედ არის 6 პაციენტი აქედან 1 ის მდგომარეობა კრიტიკულია"- მარინა ენდელაძე

06 აპრილი 2020, 19:39 1099 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 38 კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს. აქედან 6 პაციენტი მძიმეა და 1 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„38 შემთხვევაა ამჟამად ჩვენთან დადასტურებული, 29 გაწერილი გვყავს. 38-დან ორი მესამედი მაინც არის ფილტვების ანთებით, პნევმონიით, ექვსი მძიმეა, ერთი კრიტიკული.საყურადღებო პაციენტები გვყავს, თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა. უფრო მეტი პნევმონიები გამოჩნდა, დინამიკაში, ასე ხდება ხოლმე. ორ მესამედს ფილტვების ანთება აქვს, ექვსი არის მძიმე, ერთი კრიტიკული“ , – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ინფექციონისტის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში სიმძიმემ მოიმატა და მკურნალობა დამძიმდა. მისივე თქმით ამ დღეებში ელოდებიან გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერას. ინფექციურ კლინიკაში არიან ისეთი პაციენტები, რომელთა ინფიცირების წყაროები ჯერ- ჯერობით, არ არის დადგენილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში