ლონდონიდან ბათუმში სპეცრეისით ჩამოფრენილი 180 მოქალაქიდან 1-ს საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდა. ის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დანარჩენი 179 მოქალაქე აჭარის სასტუმროებში „ოაზისსა“ და „თანამგზავრში“ მოათავსეს, რომლებიც 14 დღიან სავალდებული კარანტს გაივლიან. მოქალაქეებმა სამედიცინო შემოწმება აეროპორტშივე გაიარეს.