ხელვაჩაურში ძველი ქსელის აბონენტებს 4 საათით წყლის მიწოდება შეუწყდება

04 აპრილი 2020, 15:48 1663 ნახვა

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, ხელვაჩაურში ძველი ქსელის აბონენტებს 16:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შეუწყდება წყალმომარაგება.

კომპანიაში ამბობენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი