ოთხ დღეში აჭარაში რესპუბლიკური საავდამყოფო გაიხსნება - პრემიერი

04 აპრილი 2020, 13:36 5606 ნახვა

საქართველოს პრემიერი ბათუმში იმყოფებოდა, სადაც თქვა რომ დასავლეთ რეგიონში, კოვიდ 19-ის ინციფირებული პაციენტებისთვის,  სხვა კლინიკებთან ერთად, ოთხ დღეში ბათუმის რეპუბლიკური საავადმყოფოც გაიხსნება. 

რესპუბლიკური საავადმყოფო უკვე მესამე წელია გარემონტებულია, იგი წელს ჩაიბარა სახელმწიფომ, თუმცა ტექნიკურად აღჭირვილი არაა. 

აჭარაში რესპუბლიკური საავადმყოფო არ არის ერთადერთი კლინიკა, რომელიც მზადდება „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საბრძოლველად და პაციენტების მისაღებად, შემდგომი მათი მკურნალობისთვის. აქ უკვე არის ინფექციური, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს, ფუნქციონირებს ასევე ქობულეთში კიდევ ერთი კლინიკა.

რესპუბლიკური საავადმყოფო ეტაპობრივად ფუნქციონირებას დაიწყებს ოთხ დღეში, მაგრამ სრულ სიმძლავრეზე გავა დაახლოებით ერთი კვირა-10 დღის განმავლობაში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და საერთოდ, დასავლეთ საქართველოსთვის, რამეთუ ეს იქნება ამ ეტაპზე სრულად სპეციალიზებული „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მებრძოლი, ასეთი შეკრული რესპუბლიკური ცენტრი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აჭარაში და საქართველოში მაქსიმალურად გავუმკლავდეთ ამ ბრძოლას, ამ გამოწვევას და მინიმალური დანაკლისებით და დანაკარგებით ქვეყანამ გაიაროს ეს მძიმე ბრძოლა და მძიმე გამოწვევა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი