წყალტუბოს საკარანტინო სივრცე 74 მოქალაქემ დატოვა

04 აპრილი 2020, 12:17 1588 ნახვა

წყალტუბოს საკარანტინო სივრცე 74 მოქალაქემ დატოვა. 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის შემდეგ მოქალაქეები ოჯახებს სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდნენ. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას  იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. მთელი საქართველოს მასშტაბით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით  საკარანტინო ზონები 85 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5500-მდე ადამიანია განთავსებული, 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი უკვე გაიარა 1500-ზე მეტმა ადამიანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი