რა დახმარებას გაუწევს მთავრობა სამსახურის გარეშე დარჩენილ პირებს 

03 აპრილი 2020, 13:11 2147 ნახვა

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მთავრობა მუშაობს სამსახურის გარეშე დარჩენილი პირების დასახმარებლად, მათ შორის არიან თვითდასაქმებულებიც. 

მაია ცქიტიშვილი ამ ეტაპზე კონკრეტულ რიცხვს ვერ ასახელებს, საქართველოს რამდენი მოქალაქე დარჩა შემოსავლის გარეშე, თუმცა ამბობს, რომ აპრილში მონაცემების დათვლას შეძლებენ. 

მისივე თქმით, ბიზნეს გარკვეული შეღავათები დაუწესეს და იმედია აქვთ, რომ ისინი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეძლებენ.

მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა კომუნალური შეღავათებზე და განაცხადა, რომ ეს მილიონზე მეტ ადამინს ეხება და მათ შორის ბევრი იქნება სამსახურის და ანაზღაურების გარეშე დარჩენილი პირიც. 

ვიცე პრემიერი ასევე ამბობს, რომ სხვა პაკეტების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

''როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რა რაოდენობის ადამიანებს დავეხმარებით, ეს იქნება იამზე დამოკიდებული თუ რამდენი დაკარგავს სამსახურს, ჩვენ დღეს ამაზე პასუხი ვერ გვქნება. დაპირება, რომ ამდენ ადამიანს, ამდენი ლარით დავეხმარებით ეს რეალობისგან მოწყვეტილი პასუხი იქნება. ამის დასახელებას შევძლებთ, როდესაც აპრილში დავითვლით, მაგალითად მარტში რამდენმა ვერ აიღო ხელფასი. ​მაისში შევძლებთ იმის შეფასებას აპრილში რამდენმა დაკარგა. 

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იმ დახმარების პაკეტით, რომელიც მთავრობამ ბიზნეს შესთავაზა, კომპანიები სამუშაო პაკეტებს შეინარჩუნებენ. იმედია მარტში არ გვეყოლება ბევრი, ვინც დაკარგა სამსახური. 

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მათზეც გავავრცელებთ ყველა შეღავათს. როგორიცაა მაგალითად კომუნალური გადასახადების დაფარვის პაკეტი. ეს ყველას ერთნაირად ეხება. მილიონ 200 000 ოჯახზე ვრცელდება და მათ შორის არის თვითდასაქმებულებიც. ასევე ბანკებმა შესთავაზებს მოქალაქეებს შეღავათები და სამი თვის განმავლობაში სესხების გადახდა გადაუვადათ''- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი