მსოფლიოში არის ექიმების აღჭურვილობის დეფიციტი, ვცდილობთ მარაგების შევსებას - ეკატერინე ტიკარაძე

02 აპრილი 2020, 13:53 1642 ნახვა

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, იზრდება პაციენტთა რაოდენობაც. აქვთ თუ არა სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პირებს სპეციალური ეკიპირება და შეუძლიათ თუ არა თავის დაცვა. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მსოფლიოში მედპერსონალის ეკიპირების დეფიციტია, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს აქვს მარაგები და დამატებით ცდილობს შევსებას. 

"მსოფლიოში არის ექიმების აღჭურვილობის დეფიციტი, ჩვენ ადგილობრივი მწარმოებლებისგან ვცდილობთ რომ შევავსოთ მარაგები. სახელმწიფო უზრუნველყოფს ასევე იმ კერძო კლინიკების მომარაგებას, რომელიც კოვიდ 19-ის პაციენტებს იღებს. ასევე, იმ ცხელების ცენტრების ეკიპირებაზე ვზრუნავთ, რომელიც შეიქმნა ბოლო პერიოდში. 

რაც შეეხება სხვა კერძო კლინიკებს, ჩვენ მათ დავეხმარებით კომუნიკაციაში და ეკიპირების შეძენაში, რათა პერსონალი ჰყავდეთ დაცული" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.  

მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია, თუმცა პიკს აპრილის შუა რიცხვებში მივაღწევთ. ფიქრობს, რომ ამის მიუხედავად პანიკის საფუძველი არ გვაქვს. 

"მივყვებით ჩვენს დადებულ გეგმას და სიტუაცია დღეს კონტროლირებადია, რადგან ამ 10 პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან არის დადგენილი და მათი უმეტესობა არის უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან იმ საკარანტინო ზონებიდან, რომლებშიც არიან განთავსებული ჩვენი პაციენტები. ეს გვაძლევს საფუძველს, ჩვენ არ ჩავთვალოთ, რომ არის განგაშის ზარების შემოკვრის დრო ქვეყანაში, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ სტრატეგია, უკვე გართულებული შემთხვევების მართვისთვის და გაზრდილი შემთხვევების მართვისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მორე ნახევრიდან იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფო მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. აღსრულების ნაწილი იქნება დამოკიდებული ამაზე, თუ რამდენად ხანგრძლივი და რა რაოდენობა პაციენტები გვეყოლება აპრილის ბოლოს და მაისში, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკური პერიოდი და როგორ მოხდება მისი შეკავება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი