სახლიდან და ოფისიდან საქმიანობის წარმოება უნდა მოხდეს მხოლოდ კრიტიკული აუცილებლობის შემთხვევაში - ნათა თურნავა

02 აპრილი 2020, 13:38 1213 ნახვა

ნათია თურნავას განცხადებით, გამოქვეყნდა იმ სექტორებისა და დარგების ჩამონათვალი, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას, მაგრამ გარკვეული დათქმებითა და წინაპირობებით. ყველა კომპანიას შეამოწმებენ იცავს თუ არა შესაბამის უსაფრთხოების ზომას, რაც დადაგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. 

„მათ შორის ძალიან ბევრია ისეთი საქმიანობა და ისეთი სფერო, რომელიც უნდა გადავიდეს დისტანციურ ფორმატში. დისტანციური ფორმატიც არის განმარტებული და ამასაც მინდა, მენეჯერებმა, კომპანიების მფლობელებმა მიაქციონ ყურადღება. უპირატესად, ეს არის სახლიდან საქმიანობის წარმოება და ოფისიდან მხოლოდ კრიტიკული აუცილებლობის შემთხვევაში

ვთხოვთ ამ საწარმოების მენეჯერებს, რომ სრულიად ადეკვატურად მოეკიდონ ამ შესაძლებლობას. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველა ბიზნესისთვის და წარმოებისთვის, ვინც დღევანდელ დღეს, ამ გამკაცრებული რეჟიმის მიუხედავად, მაინც რჩება და მუშაობს. მათ ამ პასუხისმგებლობას უნდა უპასუხონ სრულიად მაღალი გარანტიებით თავიანთი თანამშრომლებისა და კლიენტების მიმართ, რომ არ მოხდება არანაირად გადახვევა იმ წესებისგან, რომელიც დაამტკიცა და დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ" - განაცხადა ნათია თურნავამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი