ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დროებით მუშაობას აჩერებენ

31 მარტი 2020, 15:02 1779 ნახვა
00:00
-03:32

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების,  სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, საკრედიტო კავშირების,  საფონდო ბირჟის,  საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს  მუშაობა. აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში