ქობულეთის მუნიციპალურ ავტობუსებში სპეციალური დისპანსერები დამონტაჟდა. ანტისეპტიკური სითხით სარგებლობა ყველა მგზავრს ევალება. ამ დროისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში 12 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. დისპანსერები უკვე დამონტაჟდა ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტშიც.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე