მარნეულისა და ბოლნისის რაიონების საველე ჰოსპიტლებში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული 8 პაციენტის ტესტის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
ორივე რაიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული. ჩაკეტილია შესასვლელები, რომელსაც სამხედროები და შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ.