“პატრიოტთა ალიანსი” თურქული სკოლის გახსნას ეხმაურება

23 სექტემბერი 2016, 00:00 4518 ნახვა

ბათუმში თურქული სკოლა ლიცეუმის უნებართვოდ გახსნას  გამოეხმაურა ''პატრიოტთა  ალიანსი''. მომხდარი ფაქტი მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის არასწორი  პოლიტიკის   გამოძახილია, რომლის მოგვარებაც ''ქართული ოცნების''  ხელისუფლებამ ვერ  შეძლო”- ეს პაატა ცივაძის სიტყვებია, რომელიც პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიაში  მიიჩნევენ,  რომ  საგანმანათლებლო დაწსებულების მშენებლობა მათი პოლიტიკური გაერთიანებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ ის ქართული  ფულით აშენდება  და  ქართულ კანონმდებლობას  დაექვემდებარება.

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი