ბათუმში კორონავირუსზე სამი ანალიზის პასუხი უარყოფითია, ერთ ადამიანს კი, ვირუსი დაუდასტურდა

25 მარტი 2020, 20:50 4611 ნახვა

პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა კლინიკაში 24 მარტს მოთავსდა, პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს,​ ის სარფის საბაჟოდან, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. 

დღეს ოთხ ადამიანს ჩაუტარდა ტესტი და 3-ის პასუხი უარყოფითია.

ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 75-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.  კარანტინში ამ დროისთვის 4055 პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 რჩება, ბათუმში ამ დრომდე 6 დადასტურებული შემთხვევაა ვირუსის.

შეგახსენებთ; კორონავირუსის გამო ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი