აჭარაში მოხალისეთა გადამზადების პროცესი გრძელდება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოხალისეთა დისტანციური, ელექტრონული გადამზადება და მოხდება მათი შესაბამისი ეკიპირება. გადამზადების პროცესში ჩართულია წითელი ჯვარი.
მოხალისეთა ჩართულობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე და მაღალი რისკ ჯგუფის წარმომადგენლები სპეციალურ სასურსათო კალათას მიიღებენ.