ბათუმის ბულვარში საბავშვო ატრაქციონებით, სპორტული და გასართობი მოედნებით სარგებლობა აიკრძალა

24 მარტი 2020, 10:05 3706 ნახვა

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, ბათუმის ბულვარის სრულ ტერიტორიაზე წესდება შემდეგი სახის შეზღუდვები, იკრძალება:

სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა;
• ძველ და ახალ ბულვარში საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა;
• სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორებით სარგებლობა;

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, დახურულია სკეიტ-პარკი, ჩოგბურთის მოედანი, ვეტერანთა საჭადრაკო კლუბი „ნონა“. შეჩერებულია ბათუმის ბულვარის ტერიორიაზე არსებული კაფე-ბარების ფუნქციონირება.

ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურად შეზღუდონ ბულვარში სეირნობა. განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში კი გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაიცვან სოციალური დისტანცია. ამასთან, ბათუმის ბულვარში არსებულ საპარკე ინსფრასტრუქტურაზე შეხების დროს, მაქსიმალურად დაიცვან დეზინფექციის ნორმები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი