12 საკონტროლო გამშვები საგუშაგო მარნეულსა და ბოლნისში. მისასვლელ გზებს ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებენ. მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული. ამ წუთებში არსებული ინფორმაციით, მარნეულში შექმნილ ვითარებას თავდაცვის მინისტრი ეცნობა.
რაც შეეხება ინფიცირებულ ქალს, მას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 90 კონტაქტი გამოუვლინდა, რომელთაც შესაბამისად მათ 1700-მდე კონტაქტი უფიქსირდებათ და მათი შესწავლა მიმდინარეობს.