ერაყში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვენ ქვეყანაში დასაბრუნებლად

23 მარტი 2020, 11:11 4926 ნახვა

ერაყში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვენ  ქვეყანაში დასაბრუნებლად. აჭარის მაუწყებელს ქალაქ დოჰოკში სამუშაოდ ჩასული ვახტანგ შაინიძე დაუკავშირდა,  ამბობს, რომ ქალაქში სავარაუდოდ საქართველოს 700-მდე მოქალაქე იმყოფება.

მართალია ერაყში ჯერ საგანგებო მდგომარეობა არ არის, მაგრამ სამსახურებიდან ყველა დათხოვნილია. პოლიცია კი მოქალაქეებს მხოლოდ დღის განმავლობაში აძლევს ქუჩაში გადაადგილების უფლებას, ისიც მხოლოდ სასურსათო მაღაზიებში მისასვლელად.

საქართველოს მოქალაქე გვიყვება, რომ  ქვეყანაში დაბრუნების საშუალება არა აქვთ, რადგან ფრენები შეწყვეტილია,  ხოლო თურქეთის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ერაყში საქართველოს საელჩო ჩაერთვება საქმეში.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი