თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული 4 პაციენტი სმდგომარეობა დამძიმდა. როგორც ინფექციონისტი ამბობს, მათ თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვთ.
საქართველოში, 22 მარტის მონაცემებით, სულ კოვიდ 19 ინფიცირებული 54 პაციენტია, აქედან 5 გამოჯანმრთელდა. 49 პაციენტიდან 4 მდგომარეობა კი მძიმეა.
რაც შეეხება ბათუმს აქ დადასტურებული 3 ფაქტია, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 5 პირიდან კი ვირუსი არც ერთს დაუდასტურდა. აქ კარანტინში 1000 მდე მოქალაქეა მოთავსებულია, 6 პირის ანალიზის პასუხებს კი ელოდებიან.