საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაზღვრა იმ ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი, რომლებიც განაგრძობენ ფუნქციონირებას:
• სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები(მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები);
• სურსათის სამაცივრე მეურნეობები;
• სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე);
• საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ მიწოდების სერვისით;
• ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები;
სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის იმპორტიორები);
• ვეტერინარული კლინიკები;
უწყებათაᲨორისი საბჭოს გადაწყვეტილება- საცალო ვაჭრობის ობიექტებზე.
• ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები;
ცხოველთა ფერმები;
• ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები;
ზოომაღაზიები;
• პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები;
• სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.
აღნიშული ბრძანების აღსრულების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ბიზნესოპერატორების ინფორმირებას და რეკომენდაციების გაცემას.
ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები:
• სურსათის გაცივების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს - ტემპერატურული რეჟიმები;
• პერსონალმა გამოიყენოს ერთჯერადი პირბადე,თავსაბურავი და ხელთათმანი;