სავარაუდოდ სასწავლო პროცესი საქართველოში 26 აპრილსაც ვერ აღდგება, პრემიერ-მინისტრი ეჭვს გამოთქვამს,რომ ამ ვადებში ქვეყანამ უპასუხოს გამოწვევებს, რომლის წინაშე იგი პანდემიის გამო დგას. ეს განცხადება მან „ღამის კურიერის“ ეთერში გააკეთა.
26 აპრილამდე სწავლის გადადების დროს, გიორგი გახარიას თქმით, არსებობდა გეგმა თუ როგორ მოხდებოდა განაცდური დღეების აღდგენა, თუმცა აუცილებელი გახდება ახალი გეგმის წარმოდგენა და ამაზე მუშაობა დაწყებულია.