ბათუმის ინფექციურში ორი ადამიანი საეჭვო სიმპტომებით შეიყვანეს

18 მარტი 2020, 11:07 2964 ნახვა

აჭარაში covid-19-ის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა, თუმცა კლინიკაში ორი ადამიანი საეჭვო სიმპტომებით საკარანტინე ზონიდან წუხელ შეიყვანეს. საქართველოს ორი მოქალაქეს ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევები უტარდებათ.

"ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და მკურნალობს განაგრძობს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  ორი ახალი შემთხვევა გვაქვს დღეს, რომლებსაც სავარაუდო კორონავირუსის შემთხვევებია. მათ ანალიზები ავუღებთ და ველოდებით პასუხებს 4 საათის შემდეგ. ახალგაზრდებს აქვთ მსუბუქი სიმპტომები, ისინი კარანტინიდან გადმოიყვანეს და იყვნენ იზოლირებულები. განსაკუთრებული ჩივილები არ აქვთ, ყელის ტკივილი, ტემპერატურა და წამოხველება," - ამბობს ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, დავით მურვანიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი