ბათუმში ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

17 მარტი 2020, 11:32 1198 ნახვა

ბათუმში ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. მერიის ინფორმაციით, 150-მდე მუნიციპალური მოსაცდელი გაიწმინდება და სპეციალური ხსნარებით დამუშავდება.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პარალელურად ხორციელდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ადმინისტრაციული შენობებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დამუშავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი