Airbnb-ი ერთი თვით ჯავშნების გაუქმებაზე საჯარიმო სანქციებს ხსნის

16 მარტი 2020, 12:55 1575 ნახვა

Airbnb-ი ერთი თვით ჯავშნების გაუქმებაზე საჯარიმო სანქციებს ხსნის

მსოფლიოსა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც საერთაშორისო მოგზაურებზე ბინების გაქირავებას უზრუნველყოფს, codiv19 დაკავშირებით მასპინძლებსაც და მოგზაურებსაც ჯავშნების გაუქმებას სანქციების გარეშე სთავაზობს. 

კომპანიამ 3 მილიონამდე მომხმარებელს ოფიციალურად მისწერა, რომ 14 მარტამდე გაკეთებული ჯავშნების გაუქმება, 14 აპრილის ჩათვლით შესაძლებელია ისე, რომ არ დაჯარიმდება არც მასპინძელი (სახლის მფლობელი) და არც მოგზაური, რომელიც უარს იტყვის მოგზაურობაზე გლობალური საფრთხის გამო. 

''ყოველდღიურად ათასობით წერილი მოგვდის airbnb-ის მომხმარებლებისგან, როგორც მოგზაურებისგან ასევე მასპინძლებისგან, ვის საქმიანობასაც codiv-19 გავრცელება შეეხო. ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის ადვილი პერიოდი მათთვის, ვინც ტურიზმით არის დაკავებული.

11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზიაციამ პანდემია გამოაცხადა - გადაიდო ფრენები, შეიზღუდა გადაადგილება. გაჩნდა კითხვები იყო თუ არა უსაფრთხო საკუთარი საცხოვრებლების დათმობა მოგზაურებისთვის.

ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ გვეპოვა ბალანსი სახლის გამქირავებლების ინტერესებსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის. გადავწყვიტეთ, რომ არავის არ უნდ აჰქონდეს ვალდებულება ამ პერიოდში მიიღოს სახლში სტუმარი. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა შერბილდა, დაჯავშნის და მისი გაუქმების შესახებ. 

14 მარტამდე ან ადრე გაკეთებულ ჯავშნებზე, 14 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ გააუქმოთ შეთანხმება ისე, რომ არ დაგეკისრებათ საჯარიმო სანქცია. არც  ''სუპერ მასპინძლის'' სტატუსს შეექმნება საფრთხე.

რაც შეეხება მგზავრებს, მათთაც აქვთ საშუალება გააუქმონ ჯავშანი და თანხა სრულად მიიღონ უკან. airbnb სრულად აანაზღაურებს თანხას.

ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება, ალბათ თითოეულ თქვენგანს გექნებათ ბევრი გაუქმებული ჯავშანი, რომელიც თქვენს შემოსავლებს პირდაპირ დააკლდება, მაგრამ მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, ვფიქრობთ სწორი გადაწყვეტილებაა" - წერს ორგანიზაცია. 

AIRBNB პლაფორმაზე მსოფლიოს 191 ქვეყნის, 65 ათასი ქალაქის 3 მილიონზე მეტი შეთავაზებაა განთავსებული. საიტის სერვისს საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისსა და ბათუმში ათეულობით ათასი მომხმარებელი იყენებს.  

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი