ხვალ საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება, დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია ნალექი წვიმის, მთასა და მაღალ მთაში თოვლისა და ქარბუქის სახით.
ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი, საზღვაო ტრანსპორტისთვის მიმოსვლა აკრძალული.